logo
ENG



ნათელაშვილი: აქციები მოიცავს სრულიად საქართველოს, მანამ სანამ რეჟიმი არ გადაინაცვლებს ციხეში

14 ნოე 201920:13
3 წუთის საკითხავი
 
w4o1cs9b2tyqzqx.png

„ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისიდან ოპოზიციური პარტიების შეკრებიდან გამოსვლის შემდეგ აცხადებს, რომ აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება.

„რუსთაველის პროსპექტზე დაწყებულია საპროტესტო გამოსვლები, ეს მოიცავს სრულიად საქართველოს, მანამ სანამ რეჟიმი არ გადაინაცვლებს ციხეში. რაც შეეხება პარლამენტის ექს-თავმჯდომარის განცხადებას, ჯობს მან ჯერ საკუთარ ნერვოზს მიხედოს და მერე გააკეთოს განცხადებები. ისევე როგორც მისი ლიდერი განცხადება გამოდგა ბლეფი. ისინი არიან ცრუპენტელები. მთელი მსოფლიოს წინაშე აღებული ვალდებულება არ შეასრულეს, მოგვატყუეს ყველაფერში, გადააგდეს ხალხი. მოატყუეს ყველა, მოატყუეს შეიარაღებული ძალები და პატრული, ყველა მოატყუეს, მოატყუეს ბიზნესი, ამიტომ ეს მარტო ოპოზიციის მოტყუება არ არის, ხალხი გადააგდეს. ჩვენ თავისთავად ცხადია აქციებზე ვიქნებით," - განაცხადა ნათელაშვილმა.


close დახურვა