logo
ENG



ნათელაშვილი: ლეიბორისტებმა მაინც გავაკეთებინეთ მთავრობას კომუნალური გადასახადთა ჩამოწერა

01 აპრ 202015:40
3 წუთის საკითხავი
 
xbuyhvzc1xkm95r.jpg

„ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში კომუნალური გადასახადების დაფარვაზე მთავრობის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს დიდწილად მისი პარტიის დამსახურებაა.

„გილოცავთ!!! ლეიბორისტებმა მაინც გავაკეთებინეთ კომუნალური გადასახადთა სამთვიანი ჩამოწერა. დენი,გაზი,წყალი,დასუფთავება. მთავრობამ ბევრი კი იქნია ფეხები, ჩვენზე ცილისწამების ოკეანე გადმოასხა, დახოცა წერით საკუთარი ტროლ-ბოტები,მაგრამ ხალხს მაინც მიეცა გარკვეული შვება.

თუმცა ეს არასაკმარისია. ივანიშვილმა უნდა გახსნას მოპარული მილიარდების ზარდახშა, დაურიგოს თითოეულ ოჯახს 1000 ლარი და საგანგებო რეჟიმისას ჩამოაწეროს საბანკო დავალიანებები. მადლობა ყველა პარტიას ვინც მხარს გვიჭერდა ამ საქმეშიც“, - წერს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მეტრ კუბზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ, გადასახდას არ გადაიხდიან.


close დახურვა