ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ფორმულას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა.
"ნათია თურნავა თავს კარგად გრძნობს. სახლში მკურნალობს და იქიდან განაგრძობს მუშაობას", - განაცხადეს სამინისტროში.
2 ნოემბერს კორონავირუსი საქართველოს პრემიერს გიორგი გახარიას დაუდასტურდა. იმავე დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი დაუდასტურდა პრემიერის აპარატის უფროსს, ნათია მეზვრიშვილსაც.
თვითიზოლაციაში იმყოფება განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.