"შემდეგი კვრიდან მაქსიმალურად ვეცდებით ეს პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში",-ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, პირბადეების ფასიც და რაოდენობაც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება.
"სულ რაღაც 2 კვირის წინ დავიწყეთ პირბადეების წარმოება. ჩართულია რამდენიმე მსხვილი და წვრილი ფაბრიკა. ამ ეტაპზე რაც მეტნაკლებად ავაწყეთ, ესაა ნედლეულის წარმოება, რაც არის მარტივი, რადგან შესაბამისი დოლბანდი არ იწარმოება საქართველოში. შემდეგი კვრიდან მაქსიმალურად ვეცდებით ეს პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში ფასსზე დაპირებებზე წინასწარ მოგახსენებთ. ფასი იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო რაოდენობა ვცდილობთ მაქსიმალურად გავზარდოთ. შეიძლება პირველ ეტაპზე ვერ დავაკმაყოფილოთ სრულად მოთხოვნები, მაგრამ მიხარია რომ სხვა საწარმოებიც ჩაერთვნენ. პირბადეების გარდა იკერება სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნებიც",-განაცხადა ნათია თურნავამ.