ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად აიცრება.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობის მხრიდან შეთავაზების შემდეგ ვაქცინაციის პროცესში ტურისტული ობიექტები აქტიურად ერთვებიან.
"მთავარი არის ჩვენთვის წავახალისოთ ვაქცინაცია. თქვენც იცით, რომ რამდენიმე ხნის წინ მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება მაგალითად ტურიზმის ინდუსტრია ამოიტანა პრიორიტეტებში ვაქცინაციის თვალსაზრისით. დავიწყეთ განაცხადების მიღება, საკმაოდ კარგად მიდის პროცესი, აქტიურად ერთვებიან ტურისტული ობიექტები და მე თავადაც ამ დღეებში მათთან ერთად ვგეგმავ ვაქცინაციის ჩატარებას", - განაცხადა თურნავამ.
10 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 62 447 ადამიანია აცრილი.