logo
ENG



ნატო კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულ სამხედრო სწავლებებს ანახლებს

26 მაი 202015:06
3 წუთის საკითხავი
 

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულ სამხედრო სწავლებებს ანახლებს. 5 ივნისს ამერიკულ პოლონური წვრთნები იწყება, რომელიც მრავალეროვნული მანევრების "ევროპის მცველის" ფარგლებში ჩატარდება.

გეგმის თანახმად, ეს სწავლება  ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური უნდა ყოფილიყო, რადგან მასში მონაწილეობა 18 ქვეყანას და 37 ათასს ჯარისკაცს უნდა მიეღო. კორონავირუსის გავრცელების გამო კი ის დროებით შეაჩერეს, ახლა კი ის შემცირებული მასშტაბით ჩატარდება. 


close დახურვა