logo
ENG



ნაცვლიშვილი: შოთაძე უკანა კარიდან შემოჰყავთ, რადგან ბოლომდე გასვრილი ადამიანი სჭირდებათ

18 იან 202022:22
3 წუთის საკითხავი
 

„შოთაძე ისევ უკანა კარიდან შემოჰყავთ, რადგან მათ ბოლომდე გასვრილი ადამიანი სჭირდებათ,“ - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.

მისი თქმით, გენპროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის მეორედ წარდგენა მრავალმხრივი ფარსის კიდევ ერთი გამოხატულებაა. 

„კონსტიტუციით და კანონით მთელი რიგი პროცედურული საკითხები არის მოსაგვარებელი. ჯერ უნდა იმსჯელოს საპროკურორო საბჭომ, შემდეგ მინისტრთა კაბინეტმა, შემდეგ პარლამენტმა და ბოლოს რეალური შერჩევის პროცესით, უნდა მივიღოთ ყველაზე უფრო მაღალი კომპეტენციის პირი მთავარ პროკურორად. ეს არის კონსტიტუციის მოთხოვნა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თეატრის მოქმედება წინასწარ აქვს რეჟისორს გათვლილი და საბოლოო შედეგი ირაკლი შოთაძე იქნება. სახელმწიფოში არ შეიძლება ეს ხდებოდეს. შოთაძის დაბრუნება არ გამკვირვებია, რადგან "ოცნებამ" ყველანაირი რესურსი სიახლის რესურსი ამოწურა. მეორე წრეზე დაჰყავს ადამიანები, რომლებიც უზარმაზარი საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე გაუშვეს. ახლა, ისინი უკანა კარიდან შემოჰყავთ, რადგან მათ სხვა შესაძლებლობა არ გააჩნიათ და სჭირდებათ ბოლომდე გასვრილი ადამიანი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


close დახურვა