ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან. ამის შესახებ განცხადება ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.
"დღეიდან, ხალხის დაკვეთით, სტრატეგია აღმაშენებლთან ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების", - თქვა ხაბეიშვილმა.
სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, იწყებენ გამარჯვების, ცვლილებებისა და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას.
"დღეს ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი, ნაციონალური მოძრაობასთან, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან და ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას, ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია, ელოდება საქართველოს მოსახლეობა", - თქვა ვაშაძემ.
ხაბეიშვილი და ვაშაძე სხვა პროდასავლურად მოაზროვნე ადამიანებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.