logo
ENG



ნეთანიაჰუმ საქმიანობა შეუჩერა მინისტრს, ვინც ღაზაში ბირთვული იარაღის გამოყენება განიხილა

05 ნოე 202313:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/05/ws51c0d6udjwi8j.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა საქმიანობა მემკვიდრეობის მინისტრს, რომელმაც ღაზის სექტორში ბირთვული იარაღის გამოყენება განიხილა.

ამიჰაი ელიაჰუმ ღაზაში ატომური იარაღის ჩამოგდებაზე, როგორც "ერთ-ერთ ვარიანტზე" ისაუბრა. მისი თქმით, ღაზაში "მშვიდობიანი მოსახლეობა არ არსებობს". 

ნეთაიაჰუმ ამ განცხადებას "რეალობისგან მოწყვეტილი" უწოდა. 

"ისრაელი და IDF საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ზიანი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამაში არ არის ჩართული. ასე გავაგრძელებთ, სანამ არ გავიმარჯვებთ", - განაცხადა მან. 

 

 

 


close დახურვა