![ნეიტრალურმა შვეიცარიამ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გააფართოვა](/uploads/news/flag-Shvejcarii-780x470.jpg)
ნეიტრალურმა შვეიცარიამ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გააფართოვა და სანქცირებულთა სიაში 197 ადამიანი და ცხრა ორგანიზაცია დაამატა.
"შვეიცარიის სანქციების სია ახლა სრულად იმეორებს ევროკავშირის სანქციების ჩამონათვალს", - წერია შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში. ასევე, სანქციები დაეკისრა ცნობილ ბიზნესმენებს, რომელთა აქტივები შვეიცარიაში დღეიდან უნდა გაიყინოს.
შვეიცარია ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა რუსი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, მოსკოვის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.