logo
ENG



ნიდერლანდების შემდეგ F-16-ს უკრაინას დანიაც გადასცემს

20 აგვ 202320:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/20/rikoxqfvgybiye1.png

უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, ნიდერლანდების შემდეგ დანიაც გადასცემს.

შესაბამისი განცხადება დანიის პრემიერმინისტრმა მეტტე ფრედერიკსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ზელენსკი დანიაში დღეს, ნიდერლანდებში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ ჩავიდა. 

"თქვენ და თქვენმა თანამემამულეებმა დაგვანახეთ თუ რა არის სიმამაცე. ამისთვის თქვენთან ვალში ვართ. ომის დაწყებიდან დანია იყო უკრაინის გვერდით, რადგან უკრაინის თავისუფლება - ჩვენი თავისუფლებაა. ჩვენ ასევე ვიცით, თუ რა გჭირდებათ თქვენ. ზუსტად ამიტომ, ვაცხადებთ, რომ უკრაინა 19 ერთეულ F-16-ს მიიღებს", - თქვა დანიის პრემიერმა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინა ნიდერლანდებისგან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების 42 ერთეულს მიიღებს. 


close დახურვა