ნიდერლანდები უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ჭურვებისთვის 200 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო საბრძოლო მასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, "სიტუაცია კრიტიკული გახდება".
12 აპრილს, ნიდერლანდებმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის მილიარდი ევრო გამოყო, 400 მილიონი კი ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის.
ამასთან, 6 აპრილს, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინისთვის ზაფხულში F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას გეგმავს.