მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, მისი მდგომარეობა, როგორც უკვე გითხარით, უარსედება დღითიდღე, თუმცა, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არის მხნე, ახლა მისი სიმხნევის მთავარი წყარო არის ბრაზი იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუკეტეს ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი დემოკრატიული გზა, ეს არის არჩევნები" , - ამბობს მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიამ წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილიც, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს.
მიხეილ სააკაშვილი 32-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს. დღეს მიხეილ სააკაშვილს ადვოკატების გარდა, ლიზა იასკოც შეხვდა, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილი გაცილებით უარესად გამოიიყურება ვიდრე აქამდე.