logo
ENG



ნინო ბურჯანაძე: თუ ახალგაზრდებს ექნებათ სურვილი, მზად ვარ ჩემი პოზიცია ავუხსნა

07 დეკ 201918:04
3 წუთის საკითხავი
 
jgpp0p7wweokv5r.jpg

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოძრაობის "სირცხვილია" წევრების მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. საუბარია მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და ოკუპაციის ფონზე ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე. როგორც ბურჯანაძე ამბობს, ერთადერთი გამოსაავლი რუსეთთან დიალოგია და ამას წარსული გამოცდილება ცხადყოფს. მისივე თქმით, მზადაა შეხვდეს ახალგაზრდებს და თავად აუხსნას მოსკოვში ვიზიტის მნიშვნელობა და აუცილებლობა. 

"ვაფასებ მათ როლს ამ პროცესში, რომელთაც სწორედ გავრილოვის ღამის შემდეგ მოგვიპოვეს ჩვენ, პოლიტიკოსებს და ქართულ საზოგადოებას, პროპორციული არჩევენები. გავრილოვის ღამეზე, პირველ რიგში, ხელისუფლებას აქვს ბოდიში მოსახდელი. ახალგაზრდებს კი მადლობა მოპოვებული პროპორციული არჩევნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკვეთრი გაცხადება იყო, დიდი გულისტკივილი ჩანდა მასში. ნამდვილად რთულია ილაპარაკო იმ ვითარებაში, როცა შენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის საოკუპაციო ხაზები და ე.წ. საზღვრები, მაგრამ მერწმუნეთ, ახალგაზრდებო, რომ დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დადასტურდა იმითაც, რომ დღეს ოპოზიციურ მაგიდასთან ვსხედვართ სრულიად განსხვავებული ხედვის ადამიანები. საქმეს დასჭირდა - ერთად დავსხედით. ასევე საქმეს სჭირდება და რუსეთთან უნდა ვილაპარაკოთ. თუ ახალგაზრდებს ექნებათ სურვილი, რომ მშვიდ სიტუაციაში ვისაუბროთ, მზად ვარ მე ამისთვის და პირიქით, გამიხარდება კიდეც მათ ჩემი პოზიცია ავუხსნა" - აცხადებს ნინო ბურჯანაძე. 


close დახურვა