logo
ENG



ნიუ ჰოსპიტალი დარბევისას დაშავებულზე: არის ეჭვი, რომ თვალბუდის ფსკერის ძვლის მოტეხილობაა

26 ნოე 201910:40
3 წუთის საკითხავი
 
s7rf1jgig8uqni2.jpg

კიდევე ერთი ადამიანი, რომელსაც ხელისუფლების დარბევამ თვალი დაიზუანა - ზაზა ლიპარტელიანი რამდენიკმე საათის წინ რუსტაველის გამზირიდან კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. მან თვალის დაზიანება გამთენიისას მოხდარი დარბევის დროს, წყლის ჭავლით მიიღო. 

როგორც „ფორმულას“ „ნიუ-პოსპიტალის“ კლინიკის დირექტორის მოადგილემ განუცხადა, ლიპარტელიანს თვალის დაკარგვის საშიშროება არ აქვს.                                             

„ამჟამად კლინიკაში 3 პაციენტია. ერთ-ერთი 6 საათამდე შემოიყვანეს, ხოლო  ორი 6-ის მერე. პირველს და მეორეს კვლევები ჩაუტარდა და გაწერილი არიან ბინაზე. მესამე პაციენტს აქვს თვალბუდის დაზიანება იმყოფება ჩვენთან. თვალის დაკარგვის საშიშროება არაა და უტარდება სათანადო კვლევები. თვალზე მისთვის ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის. არის ეჭვი, რომ თვალბუდის ფსკერის ძვლის მოტეხილობაა", - განაცხადა დირექტორის მოადგილემ.           

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. არიან დაშავებულებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 28, ხოლო დაშავებულია სამი ადამიანი.

აქციის შედეგად სულ 4 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, - ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, 1 მოქალაქე ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს, 1 ამტელ ჰოსპიტალსში და 2 - ინგოროყვაში

Facebook Live: https://www.facebook.com/FormulaNews/?ref=bookmarks 

                                                                 


close დახურვა