logo
ENG



ნოდარ ხარშილაძე: დასავლეთის რჩევებს ვპასუხობთ რუსეთივით

20 თებ 202014:47
3 წუთის საკითხავი
 

„საქართველოს მოქალაქეები, ვითხოვთ დახმარებას ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად“ - საერთაშორისო ექსპერტებმა, ორგანიზაციებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ერთობლივი პეტიცია შეიმუშავეს. ისინი საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ იმისთვის, რომ ქვეყანამ არჩეული პროდასავლური კურსი შეინარჩუნოს. პეტიციის ხელმომწერები მსოფლიო ლიდერებს ამცნობენ, რომ საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია.

საინიციატივო ჯგუფის წერილის პირველი ადრესატი ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩაა, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს ხელისუფლების, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ და მესამე სექტორმა ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს კრის სოჩას და საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ აუცილებლად მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო პარტნიორებს მთლიანად მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია აჩვენონ, რომ ივანიშვილს და ქართული ოცნების მმართველი ქვეყანა მიჰყავს იქამდე, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ინგრევა დემოკრატიული ინსტიტუტები, რამაც შესაძლოა ქვეყანა საერთშორისო იზოლაციაში მოაქციოს.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ამ საინფორმაციო კამპანიაში აქტიურად ჩაერთონ.

„საერთაშორისო პარტნიორები ისედაც ელაპარაკებიან ჩვენს მმართველს. კონსესუსია იმაზე, რომ ქვეყანას მართავს არაანგარიშვალდებული ლიდერი საბჭოთა პარტიის ლიდერის პოზიციიდან. კონსოლიდირებული გზავნილი ქართველი ხალხისგან მიიღო საქართველოს ყველა მეგობარმა რომელსაც საქართველოში სტრატეგიული ინტერესები აქვთ, რომელსაც საქართველოში უამრავი ევროპელი და ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული აქვს ჩადებული. გაიგოს, რომ კარგად, რომ ეს ყველაფერი დგას საფრთხის ქვეშ და უფრო მკვეთრი მესიჯების და მკვეთრი ნაბიჯების დროა,“ - განაცხდა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

„საქართველოს სტრატეგიული ცენტრის ხელმძღვანელის“ ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, კი დასავლეთმა უნდა დაინახოს ქართველი ხალხის სურვილი, ცხოვრობდნენ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ხარშილაძის განცხადებით, დასავლეთიდან მიღებულ კრიტიკულ განცხადებებს საქართველო რუსეთის მსგავსად პასუხობს.

„ჩვენი დღევანდელი ღონისძიება იმაში გამოიხატება, რომ დავანახოთ დასავლეთს ქართველ ხალხს უნდა დემოკრატიული და ნორმალური სახელმწიფოს აშენება. გვაქვს პროტესტი იმის საწინააღმდეგოდ რაც ხდება, ერთი - რომ ეს არის კონსოლიდაცია ერთი ადამიანის ხელში და მეორე - დასავლეთის რჩევებს ვპასუხობთ რუსეთივით. ზახაროვას და ჩვენი განცხადებები ჰგავს ხოლმე ერთმანეთს“, - განაცხდა ნოდარ ხარშილაძემ.


close დახურვა