logo
ENG



ნუ გადაგაქცევენ პოლიტიკოსებად - ნათელაშვილი ინფექციონისტებს მიმართავს

14 ივნ 202014:16
3 წუთის საკითხავი
 

შალვა ნათელაშვილი ინფექციონისტებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ გადაიქცნენ ოცნების მხარდამჭერ პოლიტიკურ ფიგურებად.

მისი თქმით, რეჟიმი ცდილობს ძალაუფლებაში ყოფნა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოყენებით გაიხანგრძლივოს.

„ეს გახლავთ მორიგი მცდელობა, რამენაირად გაიხანგრძლივოს ძალაუფლებაში ყოფნა რეჟიმმა, რომელსაც დედამიწაზე აღარ დაედგომება. მივმართავ ჩვენს ინფექციონისტებს: ნუ გადაგაქცევენ პოლიტიკოსებად და ნუ გამოვა ისე, რომ კორონას გავრცელების სტატისტიკა შეიცვალოს ხელისუფლების რეიტინგების შესაბამისად", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების შესაძლო გადადების შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა - მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად შესაძლებელია, რომ არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.


close დახურვა