რუსებმა ოდესაში, ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაიღუპა სულ მცირე 17 ადამიანი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 30 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.
უწყების ცნობით, საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად, ცეცხლი გაჩნდა მიმდებარე მაღაზიაში, ასევე განადგურდა რეკრეაციული ცენტრი.
სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.