logo
ENG



ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 122 ადამიანი გამოიყვანეს

09 სექ 202319:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/09/u2idiwr2y7i7oq7.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 122 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის მცირეწლოვნებიც არიან.

სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები ისევ გრძელდება. საგანგებოს ცნობით, დამეწყრილ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა პირველადი მოხმარების ნივთებით, მედიკამენტებითა და პროდუქტებით მოამარაგეს.

"გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, მდინარეების კალაპოტები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. მაშველებმა სტიქიის ზონაში 3 ცხედარი იპოვეს.

 


close დახურვა