ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი სახლიდან დაახლოებით 1 კილომეტრში, გუბეში დამხრჩვალი ნახეს. ბავშვს ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და ის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.