ზაპოროჟიეში რუსმა ოკუპანტებმა სკოლა-ინტერნატი დაბომბეს. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს.
სტარუხი ამბობს, რომ სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე სულ 5 რაკეტა ჩამოაგდეს. ინფორმაცია დაღუპულებსა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.
"დაზიანებულია სკოლა-ინტერნატის სასწავლო კორპუსი. რამდენიმე კორპუსი აღდგენას არ ექვემდებარება და სრულად არის განადგურებული", - თქვა სტარუხმა.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტლოვილად იქცა.