რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები და საწარმოები განადგურდა.
მიკოლაევის მერი ალექსანდრ სენკევიჩი ამბობს, რომ სულ ქალაქს 6 რაკეტა ესროლეს.
"მადლობა ღმერთს თავდასხმის დროს არავინ დაღუპულა, თუმცა დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი სახლები, კერძო საწარმოები. ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ორი საცხოვრებელი სახლი პრაქტიკულად მიწასთან არის გასწორებული. აფეთქების ტალღამ ასევე ახლოში მდებარე სახლებიც დააზიანა", - თქვა სენკევიჩმა.