logo
ENG



ოკუპანტებმა ღამით კიევს დრონებით შეუტიეს, უკრაინამ ყველა ჩამოაგდო

02 ივლ 202311:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/02/ac3sfyo5b428d1m.jpg
reuters

2 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს - უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი ჩამოაგდო. საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა 8 ირანული წარმოების შაჰიდის ტიპის დრონი გამოიყენეს.

"მტრის კიდევ ერთი თავდასხმა კიევზე. ამჯერად მტერმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. ამ თვის დასაწყისიდან და ბოლო 12 დღის განმავლობაში კიევზე ირანული დრონებით პირველი თავდასხმაა", - განაცხადა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ბოლო ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, კიევის რეგიონში რამდენიმე შენობა დაზიანდა, ხოლო დრონების ნამსხვრევებით ერთი ადამიანი დაშავდა.


close დახურვა