ოკუპირებული ხერსონის ოლქმა ე.წ. საზღვრები ჩაკეტა რეგიონებთან, რომელსაც უკრაინა კონტროლებს. ამის შესახებ ოლქის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომელიც ხერსონში რუსეთმა დასვა.
"საზღვარი უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტილია. უკრაინელი მებრძოლების სროლების გათვალისწინებით, მიკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის მხრიდან საზღვრის კვეთა საშიშია", - განაცხადა კირილ სტრემოუსოვმა.
მისივე თქმით, ხერსონიდან გადასვლა შეიძლება ყირიმში, ზაპოროჟიეს ნაწილსა და დონბასში, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს.
ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ხერსონი რუსული ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა. მოსკოვის მიერ დასმული მმართველობა ახლა აცხადებს, რომ რუსეთთან შეერთება სურთ.
ადგილობრივი მოსახლეობა კი დროდადრო აქციებს აწყობს და რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს.