
ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი ჩაკეტა. მიზეზი კორონავირუსია. ამ ინფორმაციას დე-ფაქტო რეჟიმის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ვალერი ბგანბამ. ცნობილია, რომ გუშინ, 28 მარტს ოკუპირებულმა აფხაზეთმა საგანგებო რეჟიმი ზუსტად ერთი კვირით აამოქმედა.