logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში, შავ ზღვაში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

24 ივნ 202416:55
3 წუთის საკითხავი
 
ოკუპირებულ აფხაზეთში, შავ ზღვაში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, შავ ზღვაში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ დღის მეორე ნახევარში, გალის რაიონის სოფელ გაგიდაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ 2 თანატოლთან ერთად იმ ადგილას შეცურა, სადაც მდინარე ზღვას უერთდება. ორი ახალგაზრდის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ერთი, 18 წლის ბიჭი ტალღამ გაიტაცა, მოგვიანებით კი ზღვამ მისი ცხედარი სანაპიროზე გამორიყა.

18 წლის ახალგაზრდა ზუგდიდიდან იყო. ის აფხაზეთში ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა.

ფორმულას ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი უკვე საკუთარ სახლშია გადასვენებული.


close დახურვა