ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო Apsnypress ავრცელებს.
მათი ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსზე ტესტი 189 ადამიანს აუღეს.
აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 502 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 157 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.