logo
ENG



ოკუპირებულ სოხუმში დე ფაქტო პარლამენტთან ოპოზიცია აქციას მართავს, არის დაპირისპირება

21 დეკ 202120:19
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/21/5oah6gmv20sxec1.jpg

ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიცია დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. როგორც ადგილიდან რამდენიმე გამოცემა იუწყება, აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოყვა.

სხვადასხვა ტელეგრამარხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისმოდა გასროლის ხმებიც, თუმცა ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს პეტარდების აფეთქების ხმა იყო. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივმა პოლიციამ კვამლის გამომწვევი შაშხანები გამოიყენა.

როგორც ეხო კავკაზა წერს, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერებმა, რომლებიც სოხუმის დრამატულ თეატრთან აქციას მართავდნენ, დე ფაქტო პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გამართეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეხვედრა უშედეგო იყო. ისინი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას პანდემიის არაეფექტურ მართვაში, მწვავე ენერგოკრიზისში და საჯარო მოხელეების აპარატის ზრდაში ადანაშაულებენ.

"შეხვედრას ესწრებოდა პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი ალექსანდრ ანქვაბი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალხას კვიციანი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, დმიტრი დბარი. ჩვენ მოვახსენეთ მომიტინგეების შეხედულებების შესახებ, რომ გვსურს პრეზიდენტს გაჟღერებულ საკითხებზე მოვუსმინოთ. მან გვიპასუხა, რომ მოგვისმინა და ორშაბათს თანამემამულეებისადმი მიმართვისას დააფიქსირა თავისი პოზიცია, და მიტინგზე მისვლის აუცილებლობაა არაა. შემოგვთავაზეს, ძალიან ბუნდოვან ფორმატში გვემსჯელა საკითხებზე. პრეზიდენტმა თქვა, რომ მზად არაა, სახალხო-პატრიოტული კავშირის ყველა წევრთან აწარმოოს დიალოგი, კერძოდ კან კვარჩიასთან", - განაცხადა ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა, ასლან ბარციცამ.

AMRA-life-ის ინფორმაციით, კვარჩიამ აქციის მონაწილეებს უთხრა, პარლამენტისკენ გადასულიყვნენ მას შემდეგ, რაც ბჟანიამ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა. სავარაუდოდ, ეს 4 დეკემბრის მის მოწოდებას უკავშირდება, რა დროსაც კვარჩიამ ყველა მომხრეს შეიარაღებისკენ მოუწოდა.

სხვადასხვა ტელეგრამ არხი სოხუმიდან დაპირისპირების კადრებს ავრცელებს. ერთ-ერთ ვიდეოში კი ჩანს, რომ მომიტინგეები ავტობუსის გადაბრუნებას ცდილობენ. 


close დახურვა