logo
ENG



ოკუპირებულ ცხინვალში დემონსტრანტები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ

01 სექ 202000:01
3 წუთის საკითხავი
clock 2256
r63m0z3j0xce3tu.jpg

ოკუპირებულ ცხინვალში ასობით მომიტინგე აქციას მართავს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ისინი სკანდირებენ "გადადექი", "გასამართლდეს ჯაგაევი". ამის შესახებ ინფორმაციას ეხო კავკაზა ავრცელებს.

შენობა შემოსაზღვრულია ე.წ. ძალოვნების კორდონით. ე.წ. დეპუტატები დავით სანაკოევი და ზაზა დრიაევი დემონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და არწმუნებენ შენობისკენ არ დაიძრნენ.

ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მანქანის დაცხრილვაში ბრალდებული, ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ დაკითხვის დროს შემოაკვდათ. ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა აქტივისტებმა გაავრცელეს.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ინალ ჯაბიევი სავარაუდოდ დაკითხვის დროს ცემაში შემოაკვდათ, ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე აქცია გაიმართა. მომხდარის შემდეგ, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა.


close დახურვა