სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება და იმედს იტოვებს, რომ "დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი".
"მინდა მწუხარება გამოვხატო კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის ფაქტის გამო! პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს", - წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.
***
მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს. როგორც ცნობილია, დანაშაული თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა.