logo
ENG



ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინელებმა 1620 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

14 ოქტ 202215:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/14/olj45am90kkl2ua.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინელმა დამცველებმა 1620 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

"დღეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია - უკრაინის დამცველთა დღე... თქვენი წყალობით რუსი დამპყრობლებისგან უკვე 1620 დასახლება გათავისუფლდა," - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის ცნობით, მხოლოდ ხერსონის რეგიონში 75 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული. უკრაინის კონტრშეტევა სამხრეთის მიმართულებით გრძელდება. 9 ოქტომბრის მონაცემებით, ხერსონის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1170 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. მათ შორის ტერნის, ოპიტნეს, ვესელეს, ნეველსკეს, ოდრადივკას, ივანჰრადის, ბახმუტის, ნოვა კამიანკას და სუჰი სტავოკის დასახლებულ პუნქტებში.


close დახურვა