უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 219 ბავშვი დაიღუპა, 405 კი დაშავდა.
"2 მაისის დილის მონაცემებით დაღუპული ბავშვების რიცხვი არ შეცვლილა - 219. დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა - 405“, - აცხადებს პროკურორის ოფისი.
ყველაზე მეტი - 139 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, კიევის რეგიონში კი 115.
რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 1 570 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 111 კი მთლიანად განადგურდა.