ომის 316-ე დღე უკრაინაში. დღის განმავლობაში რუსულმა საოკუპაციო ძალამ ხერსონისა და ბახმუტის მიმართულებით რამდენიმე დასახლება დაბომბა, არის მსხვერპლი. ამ ფონზე ერთი საათის წინ ვლადიმერ პუტინმა ცეცხლის 36-ი საათიანი შეწყვეტის შესახებ განცხადება. ეგრეთ წოდებული "საშობაო ზავის" ინიციატორი რუსეთის პატრიარქი იყო. მოწოდება „ცინიკურ მახედ“ შეაფასეს კიევში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ეკლესია ომის პროპაგანდას ეწევა და ეს განცხადებაც მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია. პარალელურად ბელარუსში რუსი სამხედროების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში დღეს რუსეთისგან დამატებითი ტექნიკა, შეიარაღება და პირადი შემადგენლობა ჩავიდა.
ომის 316-ე დღე
05 იან 202320:36
3 წუთის საკითხავი