logo
ENG



ონის პატარა თეატრი - დროება

08 ოქტ 202322:28
3 წუთის საკითხავი
 

ონის მოყვარულ სახალხო თეატრში ყველა მსახიობი საღამომდე სულ სხვა პროფესიისა, შებინდებისთანავე კი ჭეშმარიტ მსახიობებად იქცევიან... შენობის ერთ ოთახში შექმნილ თეატრში 40 ადამიანი ეტევა. საპრემიერო წარმოდგენებზე ბილეთის ფასი 7 ლარია ... 32 წლის რეჟისორმა გიორგი გამყრელიძემ ყოფილი გეოლოგების შენობა გულუხვი ადამიანების წყალობით იქირავა და პატარა სახალხო თეატრადაც გადააქცია. ასე, საკუთარი დასის მთავარი გმირები ბედნიერ წარსულში -ახალგაზრდობაში დააბრუნა, თვითონ კი თითქოს ისევ ფერად და ხმაურიან ბავშვობაში დაბრუნდა. თეატრალურ ცხოვრებას მოწყურებულ, ყველასგან მივიწყებულ ონში, პრემიერაზე სრული ანშლაგი იყო. ტრაგედიის შემდეგ ონის პუბლიკა თეატრშიც პირველად მოვიდა, თითქოს ცოტახანს მოწყენილობასა და ერთფეროვნებას თავი დააღწია და ერთდროულად სევდიან და სასაცილო, ძალიან კეთილ სპექტაკლზე ბევრი ტაშიც დაუკრა. სპექტაკლის მომზადებაში პატარა თეატრს მამუკა ხაზარაძე დაეხმარა. პატარა თეატრის სპექტაკლის პრემიერა - ნახეთ დროების სიუჟეტში

 

close დახურვა