logo
ENG



ოპოზიცია არაოფიციალურ შეხვედრაზე: დიპლომატები შეშფოთებული არიან

26 თებ 202012:32
3 წუთის საკითხავი
 

გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო სისტემის მოწყობაზე კომპრომისს გამორიცხავს და უკან დახევას არ აპირებს, სწორედ ეს თემა იყო განხილვის საგანი დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართულ არაოფიციალურ შეხვედრაზე.

ოპოზიციის წარმომადგენლები, შეხვედრის ყველა დეტალს არ ასაჯაროებენ, თუმცა ამბობენ, რომ აშშ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის საკითხით დაინტერესებულია.

ეს შეხვედრა იყო იმისათვის, რომ მომხდარიყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, როგორ გამოვიდეთ იმ კრიზისული ჩიხიდან რომელში ქვეყანაქართულმა ოცნებამშეიყვანა. იმედი გვაქვს ხელისუფლება წამოვა კომპრომისზე და მოგვცემს საშუალებას გადავიდეთ ნორმალურ წინაასაარჩევნო რეჯიმში. ახლა ბურთი ხელისუფლების მხარეს არის და საერთაშორისო თანამეგობრობა ელოდება გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება კომპრომისული“, - განაცხადადემოკრატიული მოძრაობისწევრმა, ანზორ ბიწაძემ.

შეხვედრის შესახებ ისაუბრა ფრაქციადამოუკიდებელი დეპუტატებისთავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და მისი ფრაქციის ინიციატივა კიდევ ერთხელ გააჟღერა.

ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომელიც არის კომპრომისული ნაბიჯი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უფრო მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მათ შორის 100/50 მოდელს, თუმცა თუკი იქნება კონსენსუსი მიღწეული 110/40-ზე ან კიდევ უფრო მეტ პროპორციული სისტემაზე, მხოლოდ მივესალმებით. გარდა ამისაჩვენი პირობა იყო 2024 წელს პროპორციული არჩევნების ჩანაწერის დატოვება უპირობოდ, რადგან გამოირიცხოს ნებისმიერი მსჯელობა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ევროპული საქართველოსწევრის, სერგი კაპანაძის თქმით, შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მთავარი მოთხოვნაა, 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში, უმრავლესობის მიღება ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს.

ნებისმიერი რიცხვები, იქნება აქ 100/50, თუ სხვა, უნდა აკმაყოფილებდეს პროპორციულობის პრინციპს. ანუ მინიმალური მოთხოვნაა ის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა შეეძლოს უმრავლესობის მიღება როგორც მინიმუმ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით. აქ მთავარი არის ის, რომ მიდგომა შეცვალოს ხელისუფლებამ, პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს და შემდეგ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და სხვა დიპლომატები შეშფოთებული არიან იმით რაც აქ ხდება და დაინტერესებული არიან, რომ გამოსავალი იყოს ნაპოვნი", - სერგი კაპანაძემ.

არაოფიციალური შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი მმართველ გუნდშიც გააკეთეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმითაღინიშნა, რომ პარტიული და პირადი ინტერესი წინ არავინ უნდა დააყენოს.

იყო შეხვედრა საქმიანი სადილი და საუბარი იყო იმაზე, რომ პარტიებმა, ყველამ, არ უნდა დააყენოს პარტიული ინტერესი წინ ან გარკვეული პიროვნებების ინტერესი რომელიც ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში ბევრი გამოჩნდა და მათ უკან არც პარტიაა, მხოლოდ პიროვნება. ერთმანეთში ვერ შეთანხმებულან. აქ ლაპარაკია იმაზე, რა სჭირდება მსოფლიოს მოკავშირე საქართველოსგან. იმდენად არაკომპეტენტური კომენტარები კეთდება, რომ ცოტა ძნელია ამაზე საკუთარი აზრის შესაბამისობაში მოყვანა გამოთქმულ მოსაზრებებთან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომაგდენლები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ელიზაბეთ რუდთან არაოფიციალურ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. ოპოზიციის წარმომაგდენლების თქმით, საუბარი პოლიტიკურ საკითხებს შეეხო, თუმცა, არავითარი შეთავაზებები და შეთანხმებები ამ შეხვედრაზე არ ყოფილა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირშიც ესწრებოდნენ. საღამოზე იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძეც, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 


close დახურვა