ოპოზიცია თებერვლიდან პარლამენტის პიკეტირებასა და აქციებს აანონსებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ, მათ შორის იქნება მასშტაბური აქციებიც. პარლამენტის პიკეტირებას უერთდება პარტია "ლელო". მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ისინი სირცხვილის დერეფანში მიიღებენ მონაწილეობას.
მეოთხე რაუნდის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, ახლა ხელისუფლება-ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა უნდა გაიმართოს.