logo
ENG



ოპოზიციის ინფორმაციით, ფოთში პედაგოგებს აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

11 დეკ 201914:02
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის ინფორმაციით ფოთში, საჯარო სკოლების პედაგოგებს 14 დეკემბერს თბილისში დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია დღეს ფოთის მეხუთე საჯარო სკოლაში მივიდა და დირექტორს შეხვდა. იგი დირექტორსა და პედაგოგებს მოუწოდებს მონაწილეობა არ მიიღონ აღნიშნულ პროცესში.

„ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდეს მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი. ზაზა ჭურღულია ამბობს, რომ ყველანაირ ძალდატანებას გმობს, თავად კი არ აქვს გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა აქციაში მონაწილეობას.

 


close დახურვა