logo
ENG



ოპოზიციის პოლიტპატიმართა სიის ოთხივე პირი ციხეში რჩება

16 მარ 202021:17
3 წუთის საკითხავი
 

 

ბოლო რამდენიმე კვირაა პოლიტპატიმრების პროცესები უშედეგოდ მიმდინარეობს, სასამართლომ დღეს გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა. ჩვენებები სასამართლოზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეებმა მისცეს.

ადვოკატები სასამართლოს, პოლიტიკური დავალებების შესრულებაში ადანაშაულებენ, მათი თქმით პოლიციელებმა რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. მიუხედევად  გაყალბებული ჩვენებებისა, ბრალდებულები მაინც პატიმრობაში რჩებიან.

საქალაქო სასამართლოში პარალელურად სხვადსხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს, პატიმრობაში რჩებიან ოპოზიციონერი ლიდერები - გიგი უგულავა და  ირაკლი ოქრუაშვილი, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 20 ივნისის სამეზე დაკავებული, პოლიტპატიმარი  ბესიკ თამლიანიც. ოპოზიციური პარტიები 8 მარტის შეთანხმების  ბოლომდე შესრულებას ითხოვენ მათ შორის  პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლებას, მათი თქმით  მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი  ხელისუფლებასთან ერთად რაიმე განხილვებში ჩართვა. 

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ  ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს, „ქართული ოცნების“ წევრები თავად მოუწოდებენ ოპოზიცურ პარტიებს შეასრულოთ შეთანხმება, რაც შეეხება გიგი უგულავას შეწყალების საკითხს, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში პარლამენტი ჩარევას არ აპირებს. შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი გიგი უგულავას და რა ბედი ელით სხვა პოლიტპატიმრებს ჯერჯერობით უცნობია.

 

 

 


close დახურვა