logo
ENG



ორბანი კიევში ჩასვლას აპირებს

23 თებ 202320:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/23/dtw62uuvitr0so5.jpg

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიარტოს თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში ვიქტორ ორბანის ვიზიტისთვის ემზადება.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრულ გამოცემა Index.hu-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ეწვია ვიქტორ ორბანი კიევს იმ ფონზე, როცა ევროპული ქვეყნების ლიდერთა დიდი ნაწილი უკვე ჩავიდა უკრაინაში, სიარტომ განაცხადა, რომ ორბანი მაშინ ჩავა კიევში "როცა ვიზიტი დროული იქნება".

„როცა ვიზიტი დროული იქნება, უნგრეთის პრემიერმინისტრიც გაემგზავრება. ახლა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამის მომზადებაზე“ - განაცხადა სიარტომ.


close დახურვა