logo
ENG



ორლოვი: ენერგოდარი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა

23 ოქტ 202217:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/23/jrj2h6z14p4zzx5.jpg

ენერგოდარის მერის, დმიტრი ორლოვის განცხადებით, ოკუპირებული ენერგოდარი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

"ენერგოდარი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, რადგან მტრის მუდმივი დაბომბვა ანგრევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ელექტრო ქსელებს. ქალაქი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე რჩება. თითქმის ნახევარი წელია ქალაქის უმეტეს ნაწილში გაზი არ არის," - თქვა ენერგოდარის მერმა.

7 სექტემბერს, ორლოვმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში რუსებმა პროვოკაცია გააძლიერეს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ თვეების განმავლობაში, ენერგოდარში ხალხი ყველაზე მეტად განიცდის რუსული პროვოკაციების შედეგებს.

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს. 

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს.


close დახურვა