logo
ENG



ოსტინი: შეერთებული შტატები უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს

19 მარ 202415:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/19/cfarx2xpey7jraf.jpg

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს.

ამის შესახებ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის რამშტაინი-20 შეხვედრისას განაცხადა, რომელიც გერმანიის ავიაბაზაზე მიმდინარეობს. 

"დღეს ჩვენი გზავნილი ნათელია - შეერთებული შტატები უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. ეს კოალიცია უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. თავისუფალი სამყარო უკრაინას დამარცხებას არ დაუშვებს", - თქვა ოსტინმა.

მისი თქმით, გასულ კვირას, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება არის გადაუდებელი ღონისძიება უკრაინის საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების ყველაზე მწვავე საჭიროებების მხარდასაჭერად.


close დახურვა