logo
ENG



ოქრუაშვილის პატიმრობა და შეთანხმების ჩაშლის საფრთხე - დიპკორპუსი განმარტებებს ითხოვს

14 აპრ 202020:42
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლები დიპლომატიურ ტონს გასცდნენ - მიზეზი „ქართული ოცნების“ მიერ დარღვეული პირობაა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლიანი პატიმრობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების მედიატორებისთვის სასამართლოს მიუკერძოებლობას ჩრდილს აყენებს.

სანამ „ოცნება“ ირწმუნება, რომ მას შეთანხმება არ დაურღვევია და სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია, შესაძლოა, საარჩევნო ცვლილებების პროცესიც თავდაყირა დადგეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელს არ მოუწერს ბიძინა ივანიშვილის გუნდს პირობის შესრულებაზე, ვიდრე ორიდან ორივე წინადადება არ დაკმაყოფილდება: მანდატების პროპორცია და გათავისუფლებული პოლიტპატიმრები.

ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვებამ დიპლომატიური დღის წესრიგიც შეცვალა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები საგანგებოდ შეიკრიბნენ, შეხვედრის შემდეგ კი, ევროკავშირის ელჩის სახელით წერილობით განცხადება გავრცელდა. კარლ ჰარცელისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს აღძრავს და ქმნის პოლარიზების საფრთხეებს.

დიპლომატიურ ენას ამერიკის საელჩოც გასცდა. განცხადებაში აქაც ხაზგასმით ჩაიწერა, რომ ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვება სასამართლოს მიუკერძოებლობას ჩრდილს აყენებს. საელჩო შერჩევითი სამართლით შეშფოთებულია და ყველას მოუწოდებს - 8 მარტის შეთანხმება დაიცვას.

კელი დეგნანიც და კარლ ჰარლცერიც ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებში პირადად მონაწილეობდნენ. რაზე შეთახმდნენ მხარეები - ზუსტად იციან. და ფაქტია რომ ეს მხოლოდ საარჩევნო სისტემას არ ეხებოდა. „ქართული ოცნება" დიპლომატიურ კორპუსთან ისევ წინააწღმდეგობაშია. მმართველი გუნდის დეპუტატებთან კითხვების დასმის საშუალება მედიას არც დღეს ჰქონდა. ჩაწერილი განცხადებები პრესამსახურმა გაავრცელა.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პროცესი ნამდვილად დაწყებულია - თუმცა ოქრუაშვილის დაკავებით ახლა საარჩევნო სისტემაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ხელისუფლებას ოპონენტები პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ , შეცდომის გამოსასწორებლად  კი ბოლო  შანსს აძლევენ - პოლიტპატიმრები , კანონის პირველ მოსმენამდე  უნდა გათავისუფლდნენ. რაც შეეხება ორუაშვილის საქმეს, ოპზოიცია  ფიქრობს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ მძიმერ ვიტარებას იყენებს. თუმცა  პირობის დარღვევა შეუმჩნეველი დიპლომატებს არ დარჩენიათ.

შეთანხმება ხელისუფლებასსა და ოპოზიციას შორის , რამდენიმეთვიანი მცდელობის შემდეგ შედგა. ხელი ორ დოკუმენტს მოეწერა - პირველი საარჩევნო სისტემას შეეხებოდა და ის მადატების გადანაწილებას გულისხმობს პროპორციით - 120-30ზე, ნულოვანი ბარიერით. მეორე შეთანხმება მართლმსაჯულებას უკავშირდებოდა. თუმცა აქ პოზიციები ისევ გაიყო. ოპზოიცია ანტკიცებს, რომ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა დადო; ქართული ოცნება" კი საჯაროდ ამ ვალდებულებას უარჰყობს.


close დახურვა