„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესაც შეეხება და მალე სახელმწიფო დაცვით არც ირაკლი კობახიძე ისარგებლებს.
პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის პარალელურად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლებამ დაცვის გარეშე დატოვა. პოლიტიკური დევნის და ოპონენტებზე ანგარიშსწორების ხშირი შემთხვევების ფონზე, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ახლა ბევრად იოლი გახდება მისთვის პრობლემების შექმნა. ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონის შეცვლის შედეგად მოეხსნა.
მარგველაშვილის თქმით, ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიზირებული გადაწყვეტილებაა, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს ძირს უთხრის. ყოფილი პრეზიდენტი დაცვის სამსახურის თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა.