ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულები სამოქალაქო მოძრაობად ჩამოყალიბდებიან. განცხადება სოზარ სუბარმა გააკეთა.
მისი თქმით, მიზანია, "საზოგადოებას სიმართლე უთხრან".
"მიზანი იქნება, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, რაზეც პასუხები აქამდე ხშირად არ იძლეოდა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ავაცილოთ თავიდან ომის საფრთხე და საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი.
ცხადია, თუკი მოხდება ომი, ამ შემთხვევაში ვერანაირ ევროპაზე, ვერანაირ ნატოზე, ვერანაირ ევროკავშირზე ვერ ვილაპარაკებთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობა რამდენი ხნით გაუქმდება და როდის შევძლებთ აღდგენას, აი ეს იქნება ერთადერთი ჩვენი ამოცანა და საფიქრალი, ამიტომ ჩვენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს საფრთხეები ავაცილოთ ქვეყანას", - განაცხადა სუბარმა.
ამ მოძრაობაში იქნება ოცნებიდან წასული 4 დეპუტატი - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი. ასევე, რეგიონების საკრებულოებიდან რამდენიმე წევრი.