ქართული ოცნების ოფისთან მისული აქტივისტები სტიკერების გაკვრისას დააკავეს. ხუთ აქტივისტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავებიან, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობას გულისხმობს.
აქტივისტები მმართველი პარტიის ოფისთან ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის კრებების პარალელურად გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ. მოძრაობა საქართველოსთვის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში არადმეოკრატიული პროცესები ვითარდება.
„დიქტატურაა ქვეყანაში, სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს ადამიანები. სახელმწიფო აღარაა, პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო - ივანიშვილის მონებად არიან ქცეული", - ამბობენ აქტივისტები.
სამოქალაქო აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას მეხუთე თვეა, აპროტესტებენ - ისინი ითხოვენ, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ხელახლა დაკომპლექტდეს ცესკო.