logo
ENG



ოხანაშვილის თქმით, პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ ჩატარდება

29 აპრ 202414:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/29/h60e7lo0hz7llup.jpg

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 30 აპრილს ჩატარდება.

სავარაუდოდ, ხვალინდელ სხდომაზე განიხილავენ რუსულ კანონს მეორე მოსმენით, რომელზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ამ დრომდე მსჯელობენ.

"ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, ვითომ დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი. სესია არის ხვალ და ნუ ავრცელებთ ამ დეზინფორმაციას", - ასე მიმართა დღევანდელ სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვა ამ დრომდე გრძელდება. კომიტეტის თავმჯდომარე მიკროფონს უთიშავს ყველას, ვინც, მისი აზრით, კითხვებს კანონპროექტის მუხლებთან დაკავშირებით არ სვამს და აძევებს დარბაზიდან ყველას, ვინც "რეგლამენტს არღვევს".

ჯამში, ანრი ოხანაშვილმა დღეს დარბაზიდან 8 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა - სალომე სამადაშვილი, გიორგი ვაშაძე, ანა წითლიძე, თამარ კორძაია, ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთი თურაზაშვილი.


close დახურვა