logo
ENG



ოჯახის 3 წევრს კოვიდ-19 დაუდასტურდა - ფორმულას ექსკლუზივი

03 აპრ 202019:59
3 წუთის საკითხავი
clock 817

კორონავირისის სწრაფი გავრცელება და დღეში 18 ახალი დაინფიცირებული - კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის არის,  საჯარო უწყების დაქვემდებარებული სტრუქტურის ერთ-ერთი თანამშრომელი და მისი ოჯახის რამდენიმე წევრია, მათ შორის 65 წლის ქალიც. მისი ოჯახის 4 ახალგაზრდა წევრი კი კარანტინში იმყოფება.

„ფორმულას" ოჯახის ერთი წევრი უყვება, რომ საჯარო უწყების თანამშრომელს კოვიდ-19 ამავე ვირუსით დაინფიცირებული პაციენტისგან გადაედო,  რომელიც მისი კლიენტი იყო. ამის შემდეგ ქალს შეხება ჰქონდა სხვა კლიენტებთანაც. 1 კვირის განმავლობაში დაბალი სიცხით და უსიმპტომოდ მიმდინარე ვირუსის დროს დადიოდა ქუჩაში. კოვიდ-19 ჯერ მის მეუღლეს გადაედო, შემდეგ კი დედამთილს. შუახნის ქალის შემთხვევაში სიმპტომები უფრო მძიმე აღმოჩნდა.

ფორმულანიუსს" წყარო უყვება, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაინფიცირებული ქალისა და მისი ოჯახის წევრების კოვიდის მიმღებ ცენტრში გადაყვანაზე უარს იმ მიზეზით ამბობდა, რომ მათ სიმპტომები არ ჰქონდათ. თუმცა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ სამივე მათგანს ვირუსი დაუდასტურდათ.

უკიდურესად მძიმეა თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაყვანილი 80 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ამავე ჰოსპიტალში კორონავირუსის ტესტი 5 ჩვილს გაუკეთეს. არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდათ. კლინიკაში მკურნალობას 8 და 22 კვირის ორსული ქალები დადიან, რომელთაც კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან 29-მდე იზრდება ცხელების ცენტრების რაოდენობა. ჯანდაცვის სამინისტრომ, 2 დღის ვადაში ჰოსპიტალები უნდა შეამოწმოს და აღრიცხოს აქვთ თუ არა მათ საჭირო რაოდენობის ეკიპირება. ფორმულას ინფორმაციით პიკურ პერიოდში კერძო კლინიკების დიდ ნაწილს მედიკოსებისთვის საკმარისი აღჭურვილობა არ აქვს. ტიკარაძე საავადმყოფოებს სახელმწიფო შესყიდვებით დახმარებას სთავაზობს.

ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ თუკი ქვეყანაში ყოველდღიურად 20-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდება მაშინ პანდემიის მართვას შეძლებენ. რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში გართულებებს მარინა ეზუგბაია არ გამორიცხავს.

ამ მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 148 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 27 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5400-მდე პაციენტი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 319 პირი.


close დახურვა