logo
ENG



ოჯახი მე-5 დღეა 15 წლის გოგოს ეძებს

23 ივლ 202022:09
3 წუთის საკითხავი
 
zexaowz15jdtt6k.jpg

ოჯახი მე-5 დღეა თბილისში, მოსკოვის გამზირზე მცხოვრებ 15 წლის გოგოს, ნინო ჯარიაშვილს, ეძებს. Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოზარდი სახლიდან 19 ივლისს გავიდა.

როგორც მოზარდის მამა აცხადებს, აქვს ინფორმაცია, რომ მისი შვილი ბოლოს ბათუმში ნახეს.

"რაღაც წერილი დაუტოვებია, რომ თქვენთან ცხოვრება არ მინდა თუ რაღაც ეგეთი. ბათუმში შეამჩნიესო, ტერიტორიულად ბათუმშიოა ეს გავიგე, მეტი არაფერი. სად არის, როგორ არის, რას აკეთებს, ვისთან ერთად არის, ცოცხალია, მკვდარია, არ ვიცი. ყველა მეგობარი და დაქალი შემოვიარე, ვერსად ვპოულობ და ამიტომ მივმართე პოლიციას, იქნებ დამეხმარნონ მეთქი, მაგრამ ჯერჯერობით, არანაირი შედეგი არ არის", - აცხადებს მოზარდის მამა "მთავარ არხთან".


close დახურვა