"წარმოადგენენ რისკ ჯგუფს და მაქსიმალურად უნდა დაიცვან თვითიზოლაციის წესები",- ასე ეხამურება პაატა იმნაძე საავტომობილო და სარკინოზგო გადაზიდვების მღოლებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას. მისი თქმით, ვაჭრობის შეწყვეტა ამ კუთხით დაუშვებელია, თუმცა რისკები მაღალია.
"დღეს დედამიწა დაპაუზებულია და ვაჭრობაც ძალიან გართულებულია ქვეყნებს შორის. ამიტომ ყველა ქვეყანა თანხმდება იმაზე, რომ უნდა გაგარძელდებს ვაჭრობა ქვეყნებს შორის. ეს განსაკუთრებით ეხება საავტომობილო, სარკინიგზო გადაზიდვებს. რა თქმა უნდა, არის რისკი და ადამიანები მაქსიამლურად ცდილობენ ეს თავიდან აირიდონ, თუმცა მაინცაა რისკი. ძირითადად ისევ ჩვენი ქართველი გადამზიდვაები, რომლებიც გადაადგილდებიან ქვეყნის შიგნით და მეზობელ ქვეყნებში. ისინი ყველანი გაფრთხილებულები არიან, რომ დაიცვან ელემენატრული წესები. იგივე ნიღბის ტარება, რადგან თავად შეიძლება სხვისი დაავადების რისკი გახდნენ. თან, თავიანთ ოჯახებში ბრუნდებიან, ამიტომ თითოეულ მათგანთან ტარდება ახსნა, რომ წარმოადგენენ რისკ ჯგუფს და მაქსიმალურად უნდა დაიცვან თვითიზოლაციის წესები",-აღნიშნა პაატა იმნაძემ.