logo
ENG



პაატა იმნაძე: COVID 19-ით ინფიცირებული ორსული ქალბატონის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია

26 მარ 202016:26
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე 26 წლის ორსულ ქალბატონზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამომდინარე იქიდან, რომ ორსულად იმყოფება მისი გადმოყვანა თბილისში მოხდა.

„ჩვენი ჯგუფები მუშაობენ მარნეულის ბოლნისის რაიონებში, მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა. ეს ქალბატონი სწორედ ჩვენი ჯგუფის მიერ იქნა აღმოჩენილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უბრალოდ ორსულია და ამიტომ მისი გადმოყვანა მოხდა თბილისში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

​შეგახსენებთ, ბოლნისის რაიონში 26 წლის ორსულ ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურდა.


close დახურვა